სააპელაციო სასამართლოში რუსთაველის გამზირზე აქციაზე დაკავებული აქტივისტების ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა მიმდინარეობს
სააპელაციო სასამართლოში რუსთაველის გამზირზე აქციაზე დაკავებული აქტივისტების ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში 20 ივნისს, აქციაზე დაკავებული პირების ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა მიმდინარეობს.

დღეს გაიმართება ადვოკატ ბექა ბასილაიას საჩივრის განხილვა, რომელსაც მოსამართლე ლევან მურუსიძე განიხილავს.

ამ წუთებში უკვე მიმდინარეობს ისტორიკოს ირაკლი ხვადაგიანის საჩივარის განხილვა.

უცნობია, ჯამში რამდენი პირის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა იგეგმება დღეს.

​სხდომებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები ესწრებიან. როგორც ცნობილია 305 ადმინისტაციული წესით დაკავებულიდან ადმინისტრაციული პატიმრობა 21 ივნისს 121 პირს შეეფარდა.