რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულებულია, გახსნილია საავტომობილო მოძრაობა
რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულებულია, გახსნილია საავტომობილო მოძრაობა

რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულებულია, გახსნილია საავტომობილო მოძრაობა.

აქციის მონაწილეები ადგილზე აღარ იმყოფებიან.

აქციის მეშვიდე დღემ ძალოვნებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების გარეშე ჩაიარა.

დემონსტრანტებს სპეცრაზმის წევრების მისამართით პიროტექნიკა არ გამოუყენებიათ, ასევე, ძალოვნების მხრიდან არ იყო გამოყენებული სპეციალური საშუალებები.

მანამდე რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორია სპეციალური დანიშნულების რაზმმა და სპეცტექნიკამ დატოვა.