რუსთაველის გამზირზე აქცია 16:00 საათზე განახლდება
რუსთაველის გამზირზე აქცია 16:00 საათზე განახლდება

თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია ხვალ, 1-ელ ივნისს, 16:00 საათზე განახლდება. ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ზვიად კუპრავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ზაზა სარალიძე ღამით პარლამენტის შენობასთან დარჩება. კუპრავას განცხადებით, სარალიძესთან ერთად, რუსთაველის გამზირზე თავადაც რჩება.

ზვიად კუპრავამ შეკრებილებს მიმართა, ვისაც სურვილი აქვს, რუთაველის გამზირზე დარჩეს, ხოლო ვისაც ღია ცის ქვეშ ღამის გატარება უჭირს, შეუძლია სახლში წავიდეს და აქციას ხვალ შემოუერთდეს.