რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის სიმშვიდეა, აღდგენილია ტრანსპორტის მოძრაობა
რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის სიმშვიდეა, აღდგენილია ტრანსპორტის მოძრაობა

რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის სიმშვიდეა. აღდგენილია ტრანსპორტის მოძრაობა.

ტერიტორია შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა უკვე დაასუფთავეს.

პარლამენტის შენობასთან გვიან ღამემდე მიმდინარეობდა აქცია. დემონსტრანტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებდნენ და კანონპროექტის უკან გაწვევას მოითხოვდნენ.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები წყლის ჭავლის, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალეს.

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ აქციის 50-მდე მონაწილე დააკავა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა უწყების თანამშრომლების წინააღმდეგ გამოიყენეს სხვადასხვა საგანი, მათ შორის აალებადი საშუალებები.