რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ერთ-ერთ მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

10:53, 09.04.2026

რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი არიან საპროტესტო აქციებისას დაკავებულთა მშობლები და მათი ოჯახების წევრები.

ცოტა ხნის წინ მემორიალთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო.

ადგილზე ორი უცნობი პირი მივიდა და აქციის მონაწილეებს მიმართა – „ნაცებო, ნაცებო“. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო დაპირისპირება და ერთ-ერთ მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

9 აპრილის მემორიალთან სამართალდამცავები მივიდნენ და მემორიალის გარშემო არიან განლაგებული.

მანამდე მემორიალთან კიდევ ერთი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები მოქალაქეებს რამდენიმე მედიასთან ინტერვიუს ჩაწერის საშუალებას არ აძლევდნენ.

მსგავსი