რუსთავ-თბილისის გზაზე ხიდის ქვეშ მოძრავი სატვირთოს ძარა გადასასვლელ ხიდს გამოედო
რუსთავ-თბილისის გზაზე ხიდის ქვეშ მოძრავი სატვირთოს ძარა გადასასვლელ ხიდს გამოედო

რუსთავ-თბილისის გზატკეცილზე ხიდის ქვეშ მოძრავი სატვირთოს ძარა გადასასვლელ ხიდს გამოედო. მანქანის ძარა ამ დროს აწეული იყო.

შემთხვევის შედეგად, ავტომანქანა დაზიანდა. ადგილზე მაშველები გამოიძახეს, თუმცა მათი დახმარება აღარ გახდა საჭირო.

ინციდენტი ამ დროისთვის ამოწურულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.