რუსოფობიური განცხადებების ავტორთა სიაში სერჯიო მატარელას შეყვანის გამო იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს
იტალიის პრეზიდენტის, სერჯიო მატარელას რუსოფობიური განცხადებების ავტორთა სიაში შეყვანის გამო იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს.
24 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის ვებგვერდზე გახსნა განყოფილება რუსოფობიის გამოვლინებების მაგალითებით, სადაც სერჯიო მატარელაც შეიყვანეს.
„საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ ბრძანა, რომ იტალიაში რუსეთის ელჩი დაიბარონ, რათა პროტესტი გამოეხატათ რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჯო მატარელას და იტალიის რესპუბლიკის სხვა თანამდებობის პირების სავარაუდო „რუსოფობების“ სიაში შეყვანის გამო“, – აღნიშნულია იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
განცხადების თანახმად, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი სახელმწიფოს მეთაურის ამ სიაში შეყვანას „ქვეყნისა და იტალიელი ხალხის წინააღმდეგ პროვოკაციად“ მიიჩნევს.