რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქზე თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელეს, დაშავებულია 45 ადამიანი
რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქზე თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელეს. შედეგად, 45 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი და ორი ორსული. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი ავრცელებს.
მისი თქმით, გასული ღამის განმავლობაში ხარკოვზე 16 დარტყმა განხორციელდა, რის გამოც სულ ხანძრის 10 კერა წარმოიქმნა. წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთი „შაჰედი“ სამედიცინო დაწესებულების სიახლოვეს ჩამოვარდა.
ამასთან, დაზიანდა მრავალსართულიანი და კერძო სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.