რუსმა სამხედროებმა ე.წ საზღვრის კვეთის ბრალდებით, სოფელ მერეთის მკვიდრი დააკავეს

20:48, 22.06.2018

რუსმა სამხედროებმა ე.წ საზღვრის კვეთის ბრალდებით, სოფელ მერეთის მკვიდრი დააკავეს. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

როგორც პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

მსგავსი