რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან სოფელ შამგონის მკვიდრი გულადი ხუბუა დააკავეს
რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან სოფელ შამგონის მკვიდრი გულადი ხუბუა დააკავეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონასთან, საოკუპაციო ხაზთან რუსმა ოკუპანტებმა შამგონის მკვიდრი გულადი ხუბუა დააკავეს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ფაქტი გუშინ საღამოს მოხდა, ოჯახმა მომხდარის შესახებ დღეს შეიტყო. ხუბუას ოჯახის წევრებს უკვე შეხვდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

დაკავებული სავარაუდოდ, გალის იზოლატორში იმყოფება.

როგორც პირველ არხს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, მაიზერ ნანავამ განუცხადა,  მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება და ორგანიზაცია, დაკავებულის სასწრაფოდ გასათავისუფლებად ყველზე ზომა მიიღება.

დატოვე კომენტარი