რუსმა ოკუპანტებმა ხურვალეთის მცხოვრები 60 წლის ქალი გაიტაცეს 
რუსმა ოკუპანტებმა ხურვალეთის მცხოვრები 60 წლის ქალი გაიტაცეს 

საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა სოფელ ხურვალეთის მკვიდრი, 60 წლის ლალი ხაჩირაშვილი დააკავეს.

როგორც პირველი არხის კორესპონდენტი იტყობინება, ქალი ბაღში ძროხების მოსაყვანად იყო წასული. როგორც დაკავებულის თანასოფლელები ყვებიან, მისი ბაღი საოკუპაციო ხაზს ესაზღვრება.

დაკავების ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს. ლალი ხაჩირაშვილი სოფელ ხურვალეთში მოხუცთა თავშესაფარში მუშაობს.

არსებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა დაკავებული ქალი უკვე გადაიყვანეს ოკუპირებული ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორში.