რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა რვა და დაიჭრა 17 ადამიანი
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა რვა და დაიჭრა 17 ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვს ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა რვა ადამიანი. ამის შესახებ ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი და პოლიცია იუწყება.

მათივე ცნობით, რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს შევჩენკოვსკისა და კიევის რაიონებს.

დაიღუპა რვა ადამიანი, 17 დაიჭრა, მათ შორის არის 9 წლის ბავშვი.