რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონის სოფელ ქერესთან 65 წლამდე მამაკაცი დააკავეს

10:13, 22.04.2018

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერესთან რუსმა სამხედროებმა 65 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ოკუპანტების მიერ გატაცებული აკაკი მისირელი ოკუპირებული ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

დაკავებულის თანასოფლელების თქმით, დაკავებისას აკაკი მისირელი საკუთარ ბაღში საქონელს აძოვებდა. ფაქტს თვითმხილველი არ ყავს.

მომხდარის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია.

მსგავსი