რუსმა მესაზღვრეებმა 80 ჩრდილოკორეელი ბრაკონიერი დააკავეს

20:16, 17.09.2019

რუსმა მესაზღვრეებმა 80 ჩრდილოკორეელი ბრაკონიერი დააკავეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბრაკონიერებმა რუსეთის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს. დაჭრილია სამი რუსი მესაზღვრე.

როგორც რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური იუწყება, დაკავებულია ჩრდილოეთ კორეის ორი თევზსაჭერი გემი, რომლის ბორტზეც ჩრდილოეთ კორეის 80 მოქალაქე იმყოფებოდა.

მომხდარი ინციდენტის გამო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთში ჩრდილოეთ კორეის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა.

მსგავსი