რუსლან სტეფანჩუკის განცხადებით, ახლა უკრაინაში საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დრო არ არის
რუსლან სტეფანჩუკის განცხადებით, ახლა უკრაინაში საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დრო არ არის

უკრაინის რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის განაცხადებით, ახლა საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დრო არ არის, – ამის შესახებ სტეფანჩუკმა უკრაინის სახელმწიფო სააგენტო „უკრინფორმთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების ჩატარება შეუძლებელია საომარი ვითარების დროს, რადგან ყველა მოქალაქის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფა შეუძლებელია.

„ვფიქრობ, არჩევნები ჩატარდება ომის დასრულების შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებელი იქნება კანონის შეცვლა, თუმცა ვეჭვობ, უკრაინაში ხარისხიანი არჩევნების ჩატარება იყოს შესაძლებელი, ისეთის, რომელსაც საზოგადოება ენდობა. ვფიქრობ, ახლა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები არსებობს, რომელზეც კონცენტრირებაც აუცილებელია და ეს ნამდვილად არ არის არჩევნების საკითხი“, – განაცხადა სტეფანჩუკმა.

უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში 2023 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს.