რუსლან სტეფანჩუკი – ზუსტად ვიცით, როგორ შევასრულოთ შვიდი მოთხოვნა, რომლებიც უკრაინამ ევროკავშირისგან მიიღო

16:38, 22.07.2022

უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე რადა დაამტკიცებს კანონპროექტებს, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად.

ეს განცხადება სტეფანჩუკმა „ტელეგრამ-არხით“ გაავრცელა.

„წლის ბოლომდე პარლამენტი მიიღებს კანონებს, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორ შევასრულოთ შვიდი მოთხოვნა, რომლებიც უკრაინამ თითქმის ერთი თვის წინ მიიღო“, – განაცახდა სეტაფნჩუკმა და აღნიშნა, რომ ძირითადი სამუშაო სექტემბრიდან დაიწყება.

უკრაინის პარლამენტის სპიკერის ცნობით, უმაღლესი რადა ამზადებს აუცილებელი კანონპროექტების სიას.

„კერძოდ, საუბარია საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმაზე – საჭიროა შერჩევის საკონკურსო სისტემის დანერგვა. ჩვენ უნდა მოვახდინოთ საერთაშორისო სტანდარტების ინტეგრირება ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში, შევიტანოთ ცვლილებები ოლიგარქების შესახებ კანონში და ასე შემდეგ“, – აღნიშნა რადას სპიკერმა.

შეგახსენებთ, ივნისის ბოლოს უკრაინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო.

მსგავსი