რუსლან სტეფანჩუკი მსოფლიო ლიდერებს მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხანაში შეფარებული ბავშვებისთვის „მწვანე დერეფნების“ უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს
რუსლან სტეფანჩუკი მსოფლიო ლიდერებს მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხანაში შეფარებული ბავშვებისთვის „მწვანე დერეფნების“ უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს

უკრაინის რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი მსოფლიო ლიდერებს მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხანაში შეფარებული ბავშვებისთვის „მწვანე დერეფნების“ უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.

„ვერ ხედავენ მზეს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, არ აქვთ საკმარისი საკვები და ვიტამინები. გრძნობენ, რომ ძლიერი ბომბები ჩამოცვივდა. ეს ყველაფერი ემართებათ ბავშვებს, რომლებიც რუს ოკუპანტებს „აზოვსტალის“ ქარხნის თავშესაფარში ემალებიან. ასე გამოიყურება ჯოჯოხეთი! ჯოჯოხეთი, რომელსაც არცერთი მათგანი არ იმსახურებდა. მოვუწოდებთ მთელ მსოფლიოს, გადაარჩინოს ბავშვები და „მწვანე დერეფნები“ მოაწყოს!“ – წერს სტეფანჩუკი სოციალურ ქსელში.

რამდენიმე საათის წინ ლეგიონ „აზოვის“ ხელმძღვანელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „აზოვსტალის“ ქარხანა თითქმის სრულადაა დაბომბილი და ხალხი ნანგრევებიდან გამოჰყავთ.