რუსლან სტეფანჩუკი – ევროკავშირის წევრობისკენ გზა კანდიდატი ქვეყნების შემდგომი თანამშრომლობისთვის სერიოზულ საფუძველს წარმოადგენს და ამ გზაზე ჩვენ პარტნიორები ვართ

17:46, 08.07.2026

ჩვენ შევძელით, პირველად ბელგრადში შეგვეკრიბა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები და გულწრფელად გვესაუბრა იმაზე, რომ გაცილებით მეტი რამ გვაერთიანებს, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა სერბეთში, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირისკენ გზა შემდგომი თანამშრომლობისთვის სერიოზულ საფუძველს წარმოადგენს.

„ჩვენ შევძელით, პირველად ბელგრადში შეგვეკრიბა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები და გულწრფელად გვესაუბრა იმაზე, რომ გაცილებით მეტი რამ გვაერთიანებს. ევროკავშირისკენ ჩვენი გზა სერიოზულ საფუძველს წარმოადგენს ჩვენი შემდგომი თანამშრომლობისთვის და ამ გზაზე ჩვენ კონკურენტები კი არა, პარტნიორები ვართ. ერთმანეთს წარმატებები, შეცდომები, ჩვენი თანამშრომლობის შედეგები უნდა გავუზიაროთ, რადგან ყველას ერთი გზა გვაქვს – ევროკავშირისკენ მიმავალი გზა“, – განაცხადა რუსლან სტეფანჩუკმა.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ფორუმი ბელგრადში გაიმართა. ფორუმში მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

მსგავსი