რუსლან სტეფანჩუკი - დღეს არის უკრაინის უძლეველობის წლისთავი, მადლობას ვუხდი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს, ყველას, ვინც ფრონტის ხაზზე გამარჯვებასთან გვაახლოებს
რუსლან სტეფანჩუკი - დღეს არის უკრაინის უძლეველობის წლისთავი, მადლობას ვუხდი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს, ყველას, ვინც ფრონტის ხაზზე გამარჯვებასთან გვაახლოებს

დღეს არის უკრაინის უძლეველობის წლისთავი, მადლობას ვუხდი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს, ყველას, ვინც ფრონტის ხაზზე გამარჯვებასთან გვაახლოებს, – ამის შესახებ უკრაინის რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინა სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლებისგან იღებს მხარდაჭერის დაპირებებს, რათა უკრაინაში შექმნილი ვითარება უკრაინის გამარჯვებით დასრულდეს.

„დღეს არის უკრაინის უძლეველობის წლისთავი. ზოგადად, თებერვლის თვე ყველაზე მოკლეა, თუმცა ისე მოხდა, რომ უკრაინელებისთვის 2022 წლის თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი თვეა. თუმცა, ჩვენ გავუძელით. დღეს უმაღლესმა რადამ გამართა სხდომა, ჩვენ ვიღებთ სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტების, პრეზიდენტების მიმართვებს მთელი მსოფლიოდან. ვიღებთ მხარდაჭერის დაპირებებს, რათა უკრაინაში შექმნილი სიტუაცია უკრაინის გამარჯვებით დასრულდეს. დღეს პარლამენტი არის ერთიანი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულის მხარდაჭერაში, რომელსაც გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში 141-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი და ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზით სვლას. უკრაინის გამარჯვებას, რუსეთის ფედერაციაზე ჩადენილი სისასტიკეებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას, რუსეთის მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ერთიანი ვართ და ერთად მივდივართ გამარჯვებამდე.

მადლობას ვუხდი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ყველას, ვინც ფრონტის ხაზზე ამ გამარჯვებასთან გვაახლოებს. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარლამენტთაშორის კოლეგებს. დღეს უკრაინაში 40-მდე ქვეყნის პარლამენტების წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. ისინი დღეს ერთად არიან უკრაინაში და აჩვენებენ, რა არის საპარლამენტო მეგობრობა და მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, ასეთი პარტნიორებით, უკრაინის შეიარაღებული ძალებით, უკრაინელი ხალხის გმირობით ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა რუსლან სტეფანჩუკმა.