რუსლან სტეფანჩუკი - დღეს არის გაერთიანების დრო, ყველა სხვა დეტალი, პოლიტიკა, შიდა საკითხები - ამას გადავწყვეტთ, მაგრამ გადავწყვეტთ ერთობლივი გამარჯვების შემდეგ
რუსლან სტეფანჩუკი - დღეს არის გაერთიანების დრო, ყველა სხვა დეტალი, პოლიტიკა, შიდა საკითხები - ამას გადავწყვეტთ, მაგრამ გადავწყვეტთ ერთობლივი გამარჯვების შემდეგ

უკრაინამ შეძლო, გაეერთიანებინა მთელი სამყარო. უკრაინა დღეს არის მსოფლიო ცივილიზაციის წინა ხაზზე და ჩვენ დავიცავთ ყველა ქვეყნის უფლებას ცივილიზაციურ არჩევანზე, განვითარებაზე, – ამის შესახებ უკრაინის რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსა და მთელი მსოფლიოს მხრიდან მხარდაჭერა ყველა ჯერზე გაიზრდება.

„ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ ჩვენ შევძელით არა მხოლოდ გავერთიანებულიყავით უკრაინაში დიდი მტრის წინააღმდეგ, რომელიც მოვიდა ჩვენს მიწაზე, არამედ უკრაინამ დღეს შეძლო, გაეერთიანებინა მთელი სამყარო. ისე მოხდა, რომ უკრაინა დღეს არის მსოფლიო ცივილიზაციის წინა ხაზზე და ჩვენ დავიცავთ ყველა ქვეყნის უფლებას ცივილიზაციურ არჩევანზე, განვითარებაზე. ამიტომ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო და ვთქვა, რომ მთელი მსოფლიო გაერთიანდა უკრაინის გარშემო. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ვიცი, რომ გვაქვს ბევრი საერთო ჩვენს მეგობრებთან, ქართველებთან ერთად, რადგან ჩვენ ვართ ქვეყნები, რომელთა ტერიტორიების ნაწილი დაპყრობილია რუსეთის ფედერაციის მიერ. მე ვიცი, რომ ეს მხარდაჭერა გაიზრდება ყველა ჯერზე საქართველოსა და ასევე მთელი მსოფლიოს მხრიდან. სწორედ ერთად ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ვგრძნობთ დამაჯერებლობას ჩვენს ძალებში, ჩვენ ვართ საკუთარ მიწაზე, ჩვენს უკან ღმერთია და რა თქმა უნდა, ჩვენ გავიმარჯვებთ“, – განაცხადა რუსლან სტეფანჩუკმა „იმედთან“ ინტერვიუს დროს.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას: „ელჩის საკითხი, იგივე სხვა საკითხები, თუ ადამიანები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ძებნილები არიან და დასაქმებული არიან სხვადასხვა უწყებაში, ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ თემებზე ორმა ქვეყანამ უნდა ისაუბროს, რომ მთელი რიგი უხერხულებები, ბრალდებები, რომლებიც მოვისმინეთ, მაქსიმალურად იყოს გაქარწყლებული ან დასაბუთებული, რათა საზოგადოებაშიც არ გაჩნდეს განცდა, რომ სადღაც რაღაც ისეთი იმალება, რის შესახებაც ჩვენ არ ვართ ინფორმირებული და უფრო მეტი შეიძლება, იცოდეს უკრაინულმა მხარემ“, – რუსლან სტეფანჩუკის განმარტებით, სურს, მთელმა მსოფლიომ გაიგოს, რომ დღეს არის გაერთიანების დრო და ყველა სხვა დეტალს, შიდა საკითხებს გადაწყვეტენ ერთობლივი გამარჯვების შემდეგ.

„48 დღეა, ვარ ომის მდგომარეობაში ჩვენს ქვეყანაში და ალბათ ყველაზე მძლავრი მტრის წინააღმდეგ, რომელიც არსებობს მსოფლიოში. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ფრაქციის ლიდერებთან ერთად, ომის პირველსავე დღეს მხარი დავუჭირე ტაბუს ნებისმიერ პოლიტიკურ უთანხმოებაზე, რომელიც შეიძლება, წარმოიქმნას ჩვენს შორის. ჩვენ გვქონდა ძალიან დიდი და მკაცრი დებატები ბევრ საკითხზე, მაგრამ ჩვენ ავიღეთ პაუზა. ძალიან მინდა, მთელმა მსოფლიომ დღეს ასევე გაიგოს, რომ დღეს არის გაერთიანების დრო. ყველა სხვა დეტალი, პოლიტიკა, რაღაც შიდა საკითხები – ამას ჩვენ გადავწყვეტთ, მაგრამ ამას გადავწყვეტთ ჩვენი ერთობლივი გამარჯვების შემდეგ. ამიტომ, ჩემთვის ეს არის პრიორიტეტი, ეს არის წერტილი, რომლისკენაც მივდივართ და ის, რისთვისაც ჩვენ ვერთიანდებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენს უცხოელ კოლეგებთან. დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ ერთად შეგვიძლია, მივაღწიოთ დიდ გამარჯვებას. ეს იქნება გამარჯვება, რომელზეც დაიწერება ლეგენდები, რადგან იქნება დიდი გამარჯვება გაერთიანებების, რომლებიც დგას სინათლის მხარეს“, – აცხადებს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი.