რუსლან სტეფანჩუკი ბერლინში იმყოფება, სადაც ოლაფ შოლცსა და ბუნდესტაგის პრეზიდენტს შეხვდა
რუსლან სტეფანჩუკი ბერლინში იმყოფება, სადაც ოლაფ შოლცსა და ბუნდესტაგის პრეზიდენტს შეხვდა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ბერლინში უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს რუსლან სტეფანჩუკს შეხვდა.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, მოლაპარაკებები, მათ შორის დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც რუსლან სტეფანჩუკი ბუნდესტაგში მივიდა, სადაც მას აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

ბუნდესტაგის პრეზიდენტმა, ბერბელ ბაზმა უკრაინელ კოლეგას სრული სოლიდარობა გამოუცხადა.

„აპლოდისმენტები ნათლად აჩვენებს: გერმანიის ბუნდესტაგი მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით“, – განაცხადა ბაზმა.

რუსლან სტეფანჩუკი გერმანიაში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება.

როგორც რადას სპიკერმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა, უკრაინას, უპირველესად, გერმანიისგან მძიმე შეიარაღება და თანამედროვე ტექნიკა სჭირდება.

„ყინული დაიძრა. უკრაინამ მოიპოვა შანსი გერმანიისგან მიიღოს უახლესი და თანამედროვე იარაღი. რა თქმა უნდა, უკრაინა გერმანიისგან მეტ შეიარაღებას ისურვებდა. უპირველესად, ჩვენ გვჭირდება მძიმე შეიარაღება, თანამედროვე ტექნიკა. რუსეთის წინააღმდეგ ძველი ტექნიკით ბრძოლას ხანგრძლივი დრო სჭირდება და არაეფექტიანია. ჩვენ საკუთარი ტერიტორიის დაცვა, რაც შეიძლება მალე გვინდა. ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილების მიღების გარდა, მისი სწრაფი განხორციელება“, – აღნიშნავს სტეფანჩუკი.