რუსლან სტეფანჩუკი აცხადებს, რომ ილონ მასკს რუსეთ-უკრაინას შორის მშვიდობის დასამყარებლად უკეთეს ვერსიას სთავაზობს
უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი ილონ მასკის გამოკითხვას ეხმაურება და სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ თავის ვერსიას სთავაზობს.
„რუსეთ-უკრაინას შორის მშვიდობა (ილონ მასკის ვერსიაზე უკეთესი): რუსეთს გაყავს ჯარი უკრაინიდან; მოსკოვი უნდა გაიყიდოს ჩინეთზე და გაუჩინარდეს დედამიწიდან, როგორც ეს 1147 წლიდან იყო (იური დოლგორუკის შეცდომამდე); რუსეთი უხდის რეპარაციებს უკრაინას ყველაფრისთვის, რაც ჩაიდინა; უკრაინა იბრუნებს თავის ბირთვულ სტატუსს”, – წერს რუსლან სტეფანჩუკი.
შეგახსენებთ, მანამდე Space X-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ ტვიტერში დადო გამოკითხვა და შემდეგი პუნქტები ჩამოთვალა: „უკრაინა-რუსეთის მშვიდობა: ანექსირებულ რეგიონებში არჩევნების თავიდან ჩატარება გაერო-ს ზედამხედველობით. რუსეთი წავა, თუ ეს ხალხის ნება იქნება. ყირიმი ფორმალურად რუსეთის ნაწილია, როგორც ეს იყო 1783 წლიდან (ხრუშჩოვის შეცდომამდე). ყირიმის წყალმომარაგება უზრუნველყოფილი იქნება. უკრაინა ნეიტრალური რჩება“, – წერს მასკი.
Ukraine-russia Peace (better @elonmask ed.):
-russia withdraws from🇺🇦
-moscow should be sold to China, and disappears from the Earth as it has been since 1147 (until Yuri Dolgorukie’s mistake)
-russia pays reparations to🇺🇦 for everything it has done
-🇺🇦 regains its nuclear status— Ruslan Stefanchuk (@r_stefanchuk) October 3, 2022