რუსლან სტეფანჩუკი – 15 წლის წინ მსოფლიოს უფრო მტკიცედ და მკაცრად რომ ემოქმედა, რუსეთი რთულად თუ გაბედავდა დამოუკიდებელი ტერიტორიების ხელყოფას, რომლებიც მას არ ეკუთვნის
15 წლის წინ რუსეთმა დაიწყო შეიარაღებული აგრესია საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, 15 წლის წინ, რუსეთის ფედერაციამ აჩვენა თავისი აგრესიული იმპერიალისტური ამბიციები, – ამის შესახებ უკრაინის რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „15 წლის წინ მსოფლიოს უფრო მტკიცედ და მკაცრად რომ ემოქმედა, რუსეთი რთულად თუ გაბედავდა დამოუკიდებელი ტერიტორიების ხელყოფას, რომლებიც მას არ ეკუთვნის“.
„დღეს უკრაინა თავისი მომავლისთვის იბრძვის იმის წინააღმდეგ, ვინც ყოველთვის ცდილობდა მის განადგურებას. მხოლოდ ერთობლივი, მტკიცე და კოორდინირებული ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ აგრესორის დამარცხებას და ევროპაში მშვიდობის დამყარებას“, – წერს უკრაინის რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი.
🇬🇪 15 years ago, russia launched an armed aggression against Georgia and the Georgian people.
15 years ago, the russian federation demonstrated its aggressive imperial ambitions.
If the world had acted more decisively and tougher 15 years ago, russia would hardly have dared…
— Ruslan Stefanchuk (@r_stefanchuk) August 8, 2023