რუსლან ბუცხრიკიძე - შახტში უსაფრთხოების ნორმები საკმარისი არ არის, რათა ადამიანებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ და ოჯახებს ჯანმრთელები დაუბრუნდნენ
რუსლან ბუცხრიკიძე - შახტში უსაფრთხოების ნორმები საკმარისი არ არის, რათა ადამიანებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ და ოჯახებს ჯანმრთელები დაუბრუნდნენ

უსაფრთხოების ნორმები, რომელიც ადგილზეა შექმნილი, საკმარისი არ არის, რომ ადამიანებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ და ოჯახებს ჯანმრთელები დაუბრუნდნენ, რაზეც ტრაგედიების სიმრავლეც მეტყველებს, – ამის შესახებ მეშახტე რუსლან ბუცხრიკიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

მისი თქმით, უსაფრთხოების სისტემა, რაშიც კომპანიამ ფული დახარჯა, საკმარისი არ არის, რათა უსაფრთხოების ნორმები იქნას დაცული და ადამიანებმა უსაფრთხოდ იმუშაონ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მისაღებია თუ არა მათთვის შახტების დახურვის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, რუსლან ბუცხრიკიძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მისაღებია, მაგრამ მთავრობის წარმომადგენლების მიმართ კითხვა აქვს, რატომ არ იქნა ეს გადაწყვეტილება უფრო ადრე მიღებული.

„კითხვა მიჩნდება, ერთი წლის წინ რატომ არ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამას ამდენი მეშახტე არ შეწირვოდა?! აუცილებლად 16 ადამიანი უნდა დაღუპულიყო, რომ გადაწყვეტილება მიეღოთ?! გარდაცვლილთა რიცხვის გაზრდას რატომ დაელოდნენ?! ხელისუფლებასთან ეს კითხვები მაქვს“, – განაცხადა რუსლან ბუცხრიკიძემ.