რუსლან აბაშიძე - საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ სათანადო სტანდარტებითა და პროტოკოლით დაეხმაროს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს
რუსლან აბაშიძე - საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ სათანადო სტანდარტებითა და პროტოკოლით დაეხმაროს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, რუსლან აბაშიძის განცხადებით, პანდემიის გამოცხადების შემდეგ, საქართველოს მიერ კონტოლირებად ტერიტორიაზე ოკუპირებული აფხაზეთიდან 50-ზე მეტი ადამიანია გადმოყვანილი, საიდანაც მხოლოდ ერთს დაუდასტურდა კორონავირუსი.

როგორც რუსლან აბაშიძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ორი ფაქტია დაფიქსირებული.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ სათანადო სტანდარტებითა და პროტოკოლით დაეხმაროს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს.

„ყველაფერი კეთდება, რათა სათანადო მხარდაჭერა გავუწიოთ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოყვანილ ჩვენ დევნილებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ არსებობს რესურსი, რომელიც სათანადო მონიტორინგს და აღრიცხვას განახორციელებს ადგილზე. ჩვენ, ჩვენი მხრიდან, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ იქ მყოფს საზოგადოებას, რათა ელემენტალურ დონეზე მაინც გაუმკლავდნენ ამ პანდემიას“, – განაცხადა რუსლან აბაშიძემ.