რუსლან აბაშიძე - აფხაზეთის დღე განსაკუთრებულია, შესაძლებლობას გვაძლევს ემოციები, სურვილები და გრძნობები, უფრო ფართოდ გავუზიაროთ საზოგადოებას
რუსლან აბაშიძე - აფხაზეთის დღე განსაკუთრებულია, შესაძლებლობას გვაძლევს ემოციები, სურვილები და გრძნობები, უფრო ფართოდ გავუზიაროთ საზოგადოებას

აფხაზეთის დღე უაღრესად განსაკუთრებულია, ეს ჩვენ გვაერთიანებს და შესაძლებლობას გვაძლევს ემოციები, სურვილები, გრძნობები, რომელიც გვაქვს, ამ დღეს უფრო ფართოდ და მასშტაბურად გავუზიაროთ ჩვენს საზოგადოებას, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 2014 წელს პატრიარქის ინიციატივით 23 მაისი დადგინდა აფხაზეთის დღედ.

„ეს დღე დაკავშირებულია სვიმონ კანანელთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მიგვაჩნია, რომ აფხაზეთის საზოგადოებისთვის ეს უაღრესად განსაკუთრებული დღეა, რომელიც გვაერთიანებს და შესაძლებლობას გვაძლევს ემოციები, სურვილები, გრძნობები, რომელიც ჩვენ გვაქვს, ამ დღეს უფრო ფართოდ და მასშტაბურად გავუზიაროთ ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

მისივე თქმით, წელს აფხაზეთის დღე პანდემიის გამო, სხვა ფორმატში აღინიშნება.

„წინა წლებში ცოტა სხვა ფორმატში გვქონდა დაგეგმილი ღონისძიებების მასშტაბი და შინაარსი. წელს პანდემიის გამო, ცოტა სხვა ფორმატში გადავედით. გადავწყვიტეთ, გავაკეთოთ უფრო სოციალურ ქსელებში და დავიცავთ დისტანცირება. ეს შესაძლოა, უფრო უკეთესიც იყოს, ამ შემთხვევაში ჩვენ უფრო ფართო მასშტაბს მოვიცავთ. ამ პროცესში მეტი საზოგადოება ჩაერთვება და სოციალურ კამპანიას გავმართავთ“, – განაცხადა რუსლან აბაშიძემ.