რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ორი მოქალაქე გათავისუფლებულია
რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ორი მოქალაქე გათავისუფლებულია

რუსი სამხედროების მიერ ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გათავისუფლებულია.

ოკუპირებული ცხინვალი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში მცხოვრებმა გიორგი შამანაურმა და გიორგი შუკაკიძემ ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ დატოვეს.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გათავისუფლებული ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე რამდენიმე წუთის წინ გადასცეს.

რუსმა სამხედროებმა სოფელ ოკამში მცხოვრები ორი პირი 20 ოქტომბერს დააკავა.