რუსი სამხედროების მიერ დაკავებული კობა ვარდანაშვილის დედა აცხადებს, რომ ე.წ. სასამართლო პროცესი სავარაუდოდ დღეს გაიმართება
რუსი სამხედროების მიერ დაკავებული კობა ვარდანაშვილის დედა აცხადებს, რომ ე.წ. სასამართლო პროცესი სავარაუდოდ დღეს გაიმართება

საოკუპაციო ხაზთან რუსი სამხედროების მიერ დაკავებული კობა ვარდანაშვილი დედა ელენე ვარდანაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. სასამართლო პროცესი სავარაუდოდ დღეს გაიმართება.

„არავინდაგვკავშირებია, არაფერი ვიცი და ასე გაუბედურებული ველოდები ჩემს შვილს. მამის საფლავზე იყვნენ ასული ბიჭები. ორ ბიჭს მამა ჰყავს გარდაცვლილი, მერე წმინდა გიორგის ეკლესიაში სანთლების დასანთებად რომ გადასულან, მაშინ დაიჭირეს. იქიდან არავინ დაგვკავშირებია. წეღან ტელევიზორიდან გავიგე, რომ მათი მდგომარეობა ნორმალურია. სავარაუდოდ, დღეს უნდა იყოს სასამართლო, სხვა არაფერი ვიცი“, – განაცხადა ელენე ვარდანაშვილმა.

რუსმა სამხედროებმა 17 აგვისტოს საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასული, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.

ამასთან, რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, ოკუპირებული სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, სოფელ დიდი მეჯვრისხევის მკვიდრი 18 აგვისტოსაც დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში არიან გადაყვანილი.

დატოვე კომენტარი