რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახის წევრებმა და თანასოფლელებმა მეჯვრისხევში აქცია გამართეს

21:04, 14.07.2020

რუსი სამხედროების მიერ 11 დღის წინ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახის წევრებმა და თანასოფლელებმა სოფელ მეჯვრისხევში აქცია გამართეს.

დაკავებული 45 წლის მამაკაცის თანასოფლელები დაკავებულის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიღებას ითხოვენ.

ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ დაკავების შესახებ ინფორმაცია გატაცებიდან მესამე დღეს სამართალდაცავებისგან მიიღეს და მას შემდეგ მათ არავინ დაკავშირებია.

აქციის მონაწილეები პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვას და ხელისუფლებისგან მეტ ყურადღებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებთან გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ალექსანდრე ბუჯიაშვილი მივიდა.

ბუჯიაშვილის განცხადებით, პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ცხელი ხაზით მიღებულ ინფორმაცია ოჯახისთვის ცნობილია.

მსგავსი