რუსი პარაოლიმპიელები ისევ თამაშგარე არიან
რუსი პარაოლიმპიელები ისევ თამაშგარე არიან

საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის აღმასკომმა ძალაში დატოვა რუსეთის პარაოლიმპიური კომიტეტის დისკვალიფიკაცია, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ 2018 წლის ზამთრის თამაშებში მათი მონაწილეობის საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას იანვრის ბოლოს მიიღებენ.

როგორც ცნობილია, საერთაშორისო პარაოლიმპიურმა კომიტეტმა, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ანგარიშზე დაყრდნობით, რუსეთის წევრობა 2016 წლის აგვისტოში შეაჩერა. ამის გამო, 2016 წლის რიოს პარაოლიმპიადაში ვერც ერთმა რუსმა სპორტსმენმა ვერ მიიღო მონაწილეობა.

2018 წლის ზამთრის პარაოლიმპიური თამაშები 9-18 მარტს გაიმართება.