რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. პოლიტიკოსი გუშინ გამართული საპროტესტო აქციის დროს აიყვანეს. მას ბრალად არალეგალურ აქციაში მონაწილება და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა დასდეს.
გვიან ღამით, სასამართლომ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლო პროცესი 11 მაისს დაინიშნა. თავად ნავალნიმ განაცხადა, რომ კრემლში გასცეს ბრძანება, რომ პუტინის ინაუგურაციამდე ის არ უნდა დააკავონ.
5 მაისს მოსკოვსა და რუსეთის კიდევ ათეულობით ქალაქში პუტინის ინაუგურაციის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა. ოფიციალური მონაცემებით, პოლიციამ 1 597 ადამიანი დააკავა. აქტივისტების უმეტესობა მოსკოვში დააპატიმრეს.