2018 წლის ზამთრის ოლიმპიადის წინ, რუსი ოლიმპიელები ბოდიშს მოიხდიან ცნობილი დოპინგ-სკანდალის გამო. ამის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაწერა. მთავარმა ოლიმპიურმა ორგანიზაციამ ეს გადაწყვეტილება დასავლური ქვეყნების ოლიმპიური კომიტეტების უკმაყოფილების გამო მიიღო – მათ არ არ მოეწონათ რუსების 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე დაშვება.
“ბოდიშის მოხდის ოფიციალური ცერემონია თამაშების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე შედგება. თითოეულმა რუსმა ოლიმპიელმა კამერის წინ უნდა გამოხატოს სინანული დოპინგ-სკანდალთან და იმ სახელმწიფოსთან დაკავშირებით, რომელმაც ეს სკანდალი დაუშვა. მათ საჯაროდ უნდა აღიარონ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება და პატივისცემა გამოხატონ ანტისადოპინგო კომისიების მიმართ. ეს იქნება მათთვის ერთგვარი “ბილეთი” თამაშებში მონაწილეობაზე”, – განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა.
იტყობინებიან, რომ რუსი ოლიმპიელების ბოდიშის პირდაპირი ტრანსლაცია შესული იქნება აუცილებელ პაკეტში ოლიმპიადის პარტნიორი ტელევიზიებისთვის.