რუსი ოლიმპიელების დასჯა გრძელდება

00:18, 28.11.2017

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი აგრძელებს იმ რუსი სპორტსმენების მხილებასა და დასჯას, რომლებმაც სოჭის 2014 წლის ოლიმპიადაზე ანტისადოპინგო წესები დაარღვიეს და რუსეთში სახელმწიფო დონეზე მოქმედი დოპინგსისტემის მონაწილეები იყვნენ.

ამჯერად კიდევ ხუთი რუსი სპორტსმენი აღიარეს დამნაშავედ და სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცეს. ესენი არიან: სკელეტონისტი სერგეი ჩუდინოვი, ბობსლეისტები დმიტრი ტრუნენკოვი და ალექსეი ნეგოდაილო, ბიატლონისტები იანა რომანოვა და ოლგა ვილუხუნა.

ტრუნენკოვსა და ნეგოდაილოს ჩამოართმევენ ოქროს მედლებს, ვილუხინას ორ ვერცხლის მედალს, რომანოვას – ამავე სინჯის მედალს. რაც შეეხება ჩუდინოვს, მან სოჭში მეხუთე ადგილი დაიკავა.

მსგავსი