რუსი დიპლომატების პირველმა ჯგუფმა ვაშინგტონი უკვე დატოვა
რუსი დიპლომატების პირველმა ჯგუფმა ვაშინგტონი უკვე დატოვა

რუსი დიპლომატების პირველმა ჯგუფმა ვაშინგტონი უკვე დატოვა. პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებულმა რუსეთის საელჩოს თანამშრომლებმა უწყება ავტობუსით დატოვეს. მეორე ჯგუფი კი ქვეყნიდან ადგილობრივი დროით 15:00 საათისთვის გაემგზავრება.

საერთო ჯამში, რუსეთში 171 ადამიანი, დიპლომატები და მათი ოჯახის წევრები ბრუნდებიან. ამ მიზნით, ვაშინგტონში სპეცრეისით მოსკოვიდან ორი თვითმფრინავი გაემგზავრა. ერთ-ერთი მათგანი ვაშინგტონიდან ჯერ ნიუ-იორკში ჩაფრინდება, სადაც მოსკოვის რეისს კიდევ 14 დიპლომატი შეუერთდება.

აშშ-ის ხელისუფლებამ რუსეთის დიპლომატების გაძევების შესახებ 26 მარტს განაცხადა. ოფიციალურმა ვაშინგტონმა ასევე გადაწყვიტა დახუროს სიეტლში მდებარე გენერალური საკონსულო, რომელიც ფუნქციონირებას 25 აპრილისთვის შეწყვეტს.

ეს ორი ქვეყნის ისტორიაში დიპლომატების გაძევების ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა. გადაწყვეტილება ვაშინგტონმა ე.წ. სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთისთვის სოლიდარობის ნიშნად მიიღო.