რუსი დიპლომატები ბრიტანეთს ტოვებენ  
რუსი დიპლომატები ბრიტანეთს ტოვებენ  

23 რუსი დიპლომატი ბრიტანეთს ტოვებს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით დიპლომატებმა საელჩოს შენობა უკვე დაცალეს.

რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ რამდენიმე დღის წინ მიიღო, მიზეზი კი, ყოფილი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაა. ბრიტანეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ სკრიპალის მოწამვლის უკან რუსეთი დგას.

რუსეთი ბრალდებებს უარყოფს. ოფიციალურმა მოსკოვმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას ანალოგიური ზომებით უპასუხა – რუსეთს ბრიტანელი დიპლომატებიც დატოვებენ. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მოსკოვიდან კვირის ბოლომდე გაემგზავრებიან.