რუსი დეპუტატები სირიის პრეზიდენტთან შეხვედრას აპირებენ

15:07, 11.04.2018

რუსი დეპუტატები სირიის პრეზიდენტთან, ბაშარ ასადთან  შეხვედრას გეგმავენ. ინფორმაციას სააგენტო reuters- ი რუსულ გამოცემა Interfax- ზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ ვგეგმავთ ასადთან შეხვედრას და სირიაში არსებულ მდგომარეობაზე საუბარს”,-განაცხადა დეპუტატმა დიმიტრი საბლინმა .

დეპუტატს არ დაუკონკრეტებია, სად და როდის იგეგმება ბაშარ ალ ასადთან შეხვედრა,

მსგავსი