რუსეთშმა იერიშები მიიტანა ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის ოლქებზე, არის მსხვერპლი

21:44, 06.06.2026

რუსეთის იერიშის შედეგად დნეპროპეტროვსკის ოლქში ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთი ბავშვია.

დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ განჟას თქმით, მტერმა ხუთ რაიონს 40-ჯერ გაუხსნა ცეცხლი, რის შედეგადაც ზიანი მიადგა საცხოვრებელ სახლებსა და ავტომობილებს.

ამასთან, ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედორივის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ოლქში მიკროავტობუსზე მიტანილი იერიშის შედეგად 56 წლის მამაკაცი დაიღუპა.

მსგავსი