რუსეთში, ულიანოვსკის ოლქში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა
რუსეთში ავტოავარიის შედეგად ყაზახეთის 16 მოქალაქე დაიღუპა. ინციდენტი ულიანოვსკის ოლქში მოხდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი, რომელშიც 18 მგზავრი იმყოფებოდა, ორ სატვირთოს დაეჯახა.
გამოძიების ცნობით, ერთ-ერთი სატვირთოს მძღოლმა დროულად ვერ დაამუხრუჭა და მიკროავტობუსს შეეჯახა, შედეგად ის ორ სატვირთოს შორის მოექცა.
სატვირთოს მძღოლი და მიკროავტობუსის 15 მგზავრი მგზავრი ადგილზე დაიღუპნენ. კიდევ სამი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.