რუსეთში, ულიანოვსკის ოლქში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

22:27, 21.08.2022

რუსეთში ავტოავარიის შედეგად ყაზახეთის 16 მოქალაქე დაიღუპა. ინციდენტი ულიანოვსკის ოლქში მოხდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი, რომელშიც 18 მგზავრი იმყოფებოდა, ორ სატვირთოს დაეჯახა.

გამოძიების ცნობით, ერთ-ერთი სატვირთოს მძღოლმა დროულად ვერ დაამუხრუჭა და მიკროავტობუსს შეეჯახა, შედეგად ის ორ სატვირთოს შორის მოექცა.

სატვირთოს მძღოლი და მიკროავტობუსის 15 მგზავრი მგზავრი ადგილზე დაიღუპნენ. კიდევ სამი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მსგავსი