რუსეთში „უცხოეთის აგენტებად“ ფიზიკური პირების გამოცხადებაც იქნება შესაძლებელი
რუსეთში „უცხოეთის აგენტებად“ ფიზიკური პირების გამოცხადებაც იქნება შესაძლებელი

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მოქალაქეების „უცხოეთის აგენტებად“ გამოცხადების საშუალებას იძლევა. რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონის მიხედვით, გაფართოვდება იმ მედიასაშუალებების ნუსხა, რომელთაც კრემლი „უცხოეთის აგენტებად“ აღიარებს.

კანონის მიხედვით „უცხოეთის აგენტის“ სტატუსი შეიძლება მიენიჭოს არა მხოლოდ მედიასაშუალებას, არამედ ფიზიკურ პირებს, რომლებიც მედიაში ინფორმაციას ავრცელებენ, ან იღებენ მონაწილეობას მასალის მომზადებაში და იღებენ ფულად ანაზღაურებას უცხოეთიდან.

კანონში შეტანილი ეს ცვლილება საშუალებას იძლევა, „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადონ ნებისმიერ ადამიანი, ვინც სოციალური ქსელებით „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებული მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას გააზიარებს.

ამ კანონთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეშფოთება გამოთქვა.