რუსეთში ცნობილი ტელეწამყვანი გარდაცვლილი აღმოაჩინეს
რუსეთში ცნობილი ტელეწამყვანი გარდაცვლილი აღმოაჩინეს

რუსეთში ცნობილი ტელეწამყვანი, 75 წლის ბორის ნოტკინი საკუთარ სახლში გარდაცვლილი აღმოაჩინეს. როგორც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, წინასწარი ცნობით, გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიას განიხილავს.

„წამყვანმა თავი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოიკლა. მან დატოვა წერილიც“ – ამბობენ პოლიციაში.

„ინტერფაქსის“ ცნობით, ნოტკინს ცოტა ხნის წინ მეოთხე სტადიის ონკოლოგიური დაავადება დაუდგინეს.

ბორის ნოტკინი 25 წელი მუშაობდა ტელევიზიაში. ბოლო პერიოდში გადაცემა ტელეკომპანია „ტვ ცენტრის“ ეთერში მიჰყავდა.