რუსეთში, სავაჭრო ცენტრში ხანძარს სამი ბავშვი ემსხვერპლა
რუსეთში, სავაჭრო ცენტრში ხანძარს სამი ბავშვი ემსხვერპლა

რუსეთში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი ბავშვი დაიღუპა. ხანძარი კემეროვოში მდებარე სავაჭრო ცენტრის შენობაში გაჩნდა.

როგორც საგანგებო სამსახურებში ამბობენ, ბავშვები კვამლით დაიხრჩვნენ.

ცეცხლი 500 კვადრატულ მეტრზე იყო მოდებული. ადგილზე მობილიზებული იყო 210 მეხანძრე და 48 ერთეული ტექნიკა. მაშველებმა 20 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. სულ ევაკუირებულია 100 ადამიანი.

ამჟამად, ადგილზე გაგზავნილია სპეციალური ლაბორატორია, რომელიც ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცველობას შეისწავლის.