რუსეთში, საშიში ვირუსების შემსწავლელ ლაბორატორიაში აფეთქება მოხდა
რუსეთში, საშიში ვირუსების შემსწავლელ ლაბორატორიაში აფეთქება მოხდა

რუსეთში, საშიში ვირუსების შემსწავლელ ლაბორატორიაში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. მომხდარის შედეგად რამდენიმე მოქალაქე დაშავდა, ერთი ადამიანი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს.

ინციდენტი ნოვოსიბირსკში მოხდა. როგორც ლაბორატორია „ვექტორის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბუნებრივი აირის ავზი სანიტარული ინსპექციის ოთახში აფეთქდა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა.

ლაბორატორიის ხელმძღვანელი პირები ირწმუნებიან, რომ აფეთქების შედეგად საშიში ბიოლოგიური მასალის გაჟონვა არ მომხდარა და მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრებათ.

რუსული მედიის ცნობით, დაშავებული პირი არის სამშენებლო კომპანიის თანამშრომელი და მას დამწვრობა აღენიშნება.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ცნობით, ნოვოსიბირსკსში მდებარე ლაბორატორიაში ინფექციური დაავადება – ყვავილის შტამი ინახება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში ყვავილს კაცობრიობისთვის ერთ-ერთ ყველზე საშიშ დაავადებად მიიჩნევენ. ბოლოს ყვავილის დიაგნოზი 1977 წელს დასვეს.

დატოვე კომენტარი