რუსეთში სარკინიგზო რეისიდან ნიონოკსა-სევეროდვინსკი აშშ-ის საელჩოს სამი თანამშრომელი მოხსნეს
რუსეთში სარკინიგზო რეისიდან ნიონოკსა-სევეროდვინსკი აშშ-ის საელჩოს სამი თანამშრომელი მოხსნეს

რუსეთში სარკინიგზო რეისიდან ნიონოკსა-სევეროდვინსკი აშშ-ის საელჩოს სამი თანამშრომელი მოხსნეს.

რუსულ მედიაში გავრცელებულ აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.

უწყების ცნობით, რუსული მხარე ამერიკელი დიპლომატების სევეროდვინსკში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ინფორმირებული იყო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სარკინიგზო რეისიდან ამერიკელი დიპლომატების მოხსნის ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს განსაკუთრებული რეჟიმის ტერიტორიაზე შესვლისთვის განკუთვნილი საბუთები არ ჰქონდათ.

„სრულად ვადასტურებთ აშშ-ის საელჩოს პოზიციას, რომ ეს იყო ოფიციალური ვიზიტი და რომ მათ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გეგმების შესახებ აცნობეს, თუმცა ისინი აცხადებდნენ, რომ არხანგელსკში ჩასვლის გეგმის შესახებ, საბოლოოდ კი ნიონოკსა-სევეროდვინსკის მატარებელში აღმოჩნდნენ. როგორც ჩანს, დაიკარგნენ“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აშშ-ის საელჩოს რუსეთის ფედერაციის რუკის ჩუქებას სთავაზობს.

შეგახსენებთ, აგვისტოში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სევეროდვინსკთან სამხედრო პოლიგონზე ბირთვული რაკეტის გამოცდის დროს მომხდარი ინციდენტის შესახებ განაცხადა. აფეთქების შედეგად დაიღუპა შვიდი ადამიანი, მათ შორის „როსატომის“ ხუთი თანამშრომელი და თავდაცვის სამინისტროს ორი წარმომადგენელი. სევეროდვინსკში მომხდარი აფეთქების შემდეგ რუსეთის ჰიდრომეტეოროლოგიურმა ცენტრმა რადიაციის დონის ზრდა დააფიქსირა.

აშშ-ის წარმომადგენლებს არ დაუკონკრეტებიათ, უკავშირდებოდა თუ არა ამერიკელი დიპლომატების სევეროდვინსკში გამგზავრება აგვისტოში მომხდარ ინციდენტს.