რუსეთში, სამხედრო ქარხანაში აფეთქების შედეგად, სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთში, სამხედრო ქარხანაში აფეთქების შედეგად, სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა

ნიჟნი ნოვგოროდთან ახლოს მდებარე სამხედრო ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა.

რუსული მედიის ინფორმაციით, კიდევ სამი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია სამი მოქალაქე კი ნანგრევებშია მოყოლილი.

როგორც ტელეკომპანია „ბიბისის“ რუსულენოვანი ბიური იუწყება, აფეთქება საბრძოლო მასალის განადგურების დროს მოხდა.