რუსეთში, სამხედრო პოლიგონზე აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა
რუსეთში, სამხედრო პოლიგონზე აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა

რუსეთში, სამხედრო პოლიგონზე აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი, დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

შემთხვევა რუსეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ არხანგელსკთან ახლოს დაფიქსირდა. სამხედრო საზღვაო ცდებისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე აფეთქება მორიგი ცდის დროს მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულები სამოქალაქო პირები არიან, სპეციალისტები ადგილზე ცდების ფარგლებში იმყოფებოდნენ

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ აფეთქებას რადიაციისა და საზიანო ნივთიერების გაჟონვა არ გამოუწვევია.

ინციდენტის მიზეზი ჯერ უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება.

ეს რუსეთში ბოლო დღეებში უკვე მეორე შემთხვევაა. რამდენიმე დღის წინ ციმბირში, სამხედრო ბაზაზე, იარაღის საწყობში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რვა კი, დაშავდა. აფეთქების შედეგად დაზიანდა ახლომდებარე სკოლა და საბავშვო ბაღი. ინციდენტის გამო, მიმდებარე ტერიტორიიდან 10 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

დატოვე კომენტარი