რუსეთში, რიაზანის ოლქის საავადმყოფოში ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

07:45, 09.06.2021

რუსეთში, რიაზანის ოლქის ერთ-ერთი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

საავადმყოფოდან 35 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, მათგან რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი