რუსეთში პალესტინის ელჩი - მოსკოვი პალესტინის პრეზიდენტის ვიზიტისთვის ემზადება
რუსეთში პალესტინის ელჩი - მოსკოვი პალესტინის პრეზიდენტის ვიზიტისთვის ემზადება

მოსკოვი პალესტინის პრეზიდენტის ვიზიტისთვის ემზადება. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთში პალესტინის ელჩმა განაცხადა.

„პალესტინა რეგულარულ კონტაქტებს ინარჩუნებს რუსულ მხარესთან და ამჟამად ემზადება პალესტინის პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის მოსკოვში ვიზიტისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ყოველდღიურ კონტაქტებს მოსკოვთან. ახლა მიმდინარეობს მზადება პრეზიდენტ აბასის მოსკოვში ვიზიტისთვის“, – განაცხადა რუსეთის ფედერაციაში პალესტინის ელჩმა, აბდელ ჰაფიზ ნოფალმა.

როგორც მედია წერს, აბასის ბოლო ვიზიტი რუსეთში 2021 წლის ნოემბერში იყო.

გასული წლის ოქტომბერში კი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პალესტინის ლიდერს ასტანაში, აზიაში ურთიერთქმედებისა და ნდობის აღდგენის ღონისძიებების კონფერენციის სამიტის ფარგლებში შეხვდა.