რუსეთში პაკისტანის ელჩი აცხადებს, რომ ​რუსეთი, პაკისტანი და ბელარუსი სატვირთო რკინიგზის სატესტო მარშრუტის გაშვებას გეგმავენ, თუმცა მთავარ დაბრკოლებად ირანში მარშრუტის დაუმთავრებელი მონაკვეთი რჩება

19:18, 06.08.2026

რუსეთი, პაკისტანი და ბელარუსი სატვირთო რკინიგზის სატესტო მარშრუტის გაშვებას გეგმავენ, თუმცა მთავარ დაბრკოლებად ირანში მარშრუტის დაუმთავრებელი მონაკვეთი რჩება, – ამის შესახებ რუსეთში პაკისტანის ელჩმა, ფეისალ ნიაზ ტირმიზიმ განაცხადა.

პაკისტანელი დიპლომატის თქმით, ტვირთების რკინიგზით გადაზიდვა ყველაზე ხელმისაწვდომი, ეფექტური და ეკონომიური მეთოდია.

რუსეთში პაკისტანის ელჩმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის მუდმივი სატვირთო რკინიგზის კავშირის დამყარება სრულიად მიღწევადია.

2023 წლის მაისში რუსეთმა და ირანმა ხელი მოაწერეს დოკუმენტებს ირანში, რეშთ-ასტარას რკინიგზის დერეფნის დასავლეთის მარშრუტის ბოლო აუცილებელი მონაკვეთის დასასრულებლად. პროექტის საერთო ღირებულება 1.6 მილიარდ ევროს შეადგენს: 1.3 მილიარდი ევრო რუსეთის სესხია, დანარჩენი კი ირანის დაფინანსებაა.

მსგავსი