რუსეთში მცხოვრები ილია ძოწენიძე უარყოფს ინფორმაციას, რომ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ აქციას აფინანსებს
რუსეთში მცხოვრები ილია ძოწენიძე უარყოფს ინფორმაციას, რომ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ აქციას აფინანსებს

რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი ილია ძოწენიძე უარყოფს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ აქციას აფინანსებს

„მე, როგორც რიონის მკვიდრი, გვერდით ვუდგავარ ვარლამ გოლეთიანს. არაფერი დახმარება ჩემგან არ ყოფილა. საორგანიზაციო საკითხებში მონაწილეობას არ ვიღებ. მე ვარ ამ ხეობის მცხოვრები. რატომ უნდა დავიმალო ან ვის უნდა დავემალო“, – განაცხადა ილია ძოწენიძემ რესპუბლიკის მოედანზე, სადაც „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს.

როგორც ძოწენიძე აცხადებს, ის „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ აქციებს არ აფინანსებს.

მისი თქმით, აქციაზე იმყოფება, როგორც რიონის ხეობის მკვიდრი.

„მე ვიყავი ვარლამ გოლეთიანთან და ვკითხე – გინდა თუ არა ჩემი დახმარება? გოლეთიანმა მითხრა, არავითარი დახმარება მე არ მჭირდებაო. მე მისთვის ფინანსური დახმარება არ შემითავაზებია. ჩამოვიდა რუსეთიდან და ქვეყნის არევა უნდაო, ეს თქვენ არ თქვით? მე რა გამიყიდია? დამიმტკიცეთ, თუ რამე გავყიდე. მილიონი ადამიანი ცხოვრობს რუსეთში, თუ ვინმე დაუდგა საქართველოს გვერდით, ყველა გამყიდველია? მე რუსეთიდან ძალიან ხშირად ჩამოვდივარ, ახლა ამ აქციის გამო ჩამოვედი“, – განაცხადა ძოწენიძემ.